დიდი ქართველი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა
დღეს დიდი ქართველი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კოტე მარჯანიშვილი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა შორის, ვინც XX საუკუნის დასაწყისში თანამედროვე ქართული თეატრის განვითარების სათავეებთან იდგა.
„იგი დაიბადა ყვარელში, განათლება კი თბილისში, პირველ გიმნაზიაში მიიღო, სადაც ხშირად მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. 1894 წლიდან კოტე მარჯანიშვილი ქუთაისის დრამატული დასის წევრი გახდა, ამავე წელს შედგა მისი დებიუტი თბილისში, სადაც მან აკაკი წერეთლის პოემის „პატარა კახი“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ერეკლე მეორე განასახიერა, მოგვიანებით კი შეასრულა ლევან ხიმშიაშვილის როლი ცნობილ პიესაში „სამშობლო“.
„იგი დაიბადა ყვარელში, განათლება კი თბილისში, პირველ გიმნაზიაში მიიღო, სადაც ხშირად მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. 1894 წლიდან კოტე მარჯანიშვილი ქუთაისის დრამატული დასის წევრი გახდა, ამავე წელს შედგა მისი დებიუტი თბილისში, სადაც მან აკაკი წერეთლის პოემის „პატარა კახი“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ერეკლე მეორე განასახიერა, მოგვიანებით კი შეასრულა ლევან ხიმშიაშვილის როლი ცნობილ პიესაში „სამშობლო“.
1897 წელს კოტე მარჯანიშვილი საქართველოს საზღვრებს გარეთ, კერძოდ, რუსეთსა და შუა აზიის ქვეყნებში აგრძელებს მოღვაწეობას, 1904 წლიდან კი, მუშაობს მხოლოდ, როგორც რეჟისორი. იგი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც რუსული თეატრის სცენაზე ანტონ ჩეხოვისა და მაქსიმ გორკის პიესები გააცოცხლა.
1910-1913 წლებში მარჯანიშვილი მოსკოვის სამხატვრო თეატრში მოღვაწეობდა, იმავე პერიოდში მოსკოვში მან დააარსა „თავისუფალი თეატრი“, რომელიც სინთეზური თეატრის კონცეფციას ეფუძნებოდა. ხელოვანის სურვილი იყო აღეზარდა უნივერსალური მსახიობები, რომლებიც ერთდროულად შეძლებდნენ მონაწილეობა მიეღოთ საოპერო, დრამატულ და პანტომიმურ წარმოდგენებში.
1910-1913 წლებში მარჯანიშვილი მოსკოვის სამხატვრო თეატრში მოღვაწეობდა, იმავე პერიოდში მოსკოვში მან დააარსა „თავისუფალი თეატრი“, რომელიც სინთეზური თეატრის კონცეფციას ეფუძნებოდა. ხელოვანის სურვილი იყო აღეზარდა უნივერსალური მსახიობები, რომლებიც ერთდროულად შეძლებდნენ მონაწილეობა მიეღოთ საოპერო, დრამატულ და პანტომიმურ წარმოდგენებში.
1918 წლის შემოდგომაზე კოტე მარჯანიშვილი, როგორც უკვე აღიარებული რეჟისორი, კიევშია, სადაც მისი პირველი დადგმა ლოპე დე ვეგას „ფუენტე ოვეხუნა“ (ქართულად „ცხვრის წყარო“) გახლდათ. კიევის ყოფილი „სოლოვეცის“ თეატრი ორმოცი საღამოს განმავლობაში არნახული ჰეროიკული სანახაობის მოწმე გახდა: წარმოდგენის სანახავად ფრონტიდან მისული ჯარისკაცები ისევ ფრონტზე ბრუნდებოდნენ.
1922 წელს რეჟისორი სამშობლოში ბრუნდება და რუსთაველის თეატრის სცენაზე დგამს ლოპე დე ვეგას ნაწარმოებს „ცხვრის წყარო“. სპექტაკლი ქართული თეატრისთვის საეტაპო აღმოჩნდა. 1922 -1926 წლებში კოტე მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში რამდენიმე სპექტაკლი დადგა, ესენია: ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“, გიორგი ერისთავის „გაყრა“, ჟან – ბატისტ მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“, უილიამ შექსპირის „უინძორელი მხიარული ქალები“ და „ჰამლეტი“, გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“.
1926 წელს კოტე მარჯანიშვილი ტოვებს რუსთაველის თეატრს, 1928 წელს კი თანამოაზრეებთან ერთად აფუძნებს ახალ, ქუთაის – ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, რომელიც 1930 წლიდან, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი, თბილისში განაგრძობს ფუნქციონირებას.
1928-1933 წლებში კოტე მარჯანიშვილმა მეორე ქართულ სახელმწიფო თეატრში არაერთი სპექტაკლი დადგა, მათ შორის: ერნესტ ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!”, კარლ გუცკოვის “ურიელ აკოსტა”, ბერნარდ შოუს ,,წმინდა ქალწული“ , ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“, პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, თამარ ვახვახიშვილის პანტომიმა „ხანძარი“ , ხალხური თქმულება „არსენას ლექსი“.
კოტე მარჯანიშვილი მეორე ქართულ სახელმწიფო თეატრს გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა, რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ კი თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი ქართული თეატრი, რომელიც ქვეყნის გარეთ – მოსკოვსა და ხარკოვში საგასტროლოდ გაემგზავრა.
კოტე მარჯანიშვილს, გარდა თეატრალური დადგმებისა, გადაღებული აქვს ასევე 6 ფილმი, ესენია: „ქარიშხლის წინ“ (1924 წელი), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1927 წელი), „გიორგი რატიანი“ (1927 წელი), „კანონი და მოვალეობა“ იგივე „ამოკი“ (1927 წელი), „კრაზანა“ (1928 წელი) „კომუნარის ჩიბუხი“ (1929 წელი).
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უდიდეს პატივს მიაგებს ქართული თეატრის ამ გამორჩეული წარმომადგენლის ღვაწლსა და ხსოვნას.
კოტე მარჯანიშვილის საიუბილეო წელთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
კოტე მარჯანიშვილის 5 ე.წ. მუნჯი ფილმის ცოცხალი მუსიკის თანხლებით ჩვენება;
მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგმება თოჯინური სპექტაკლი „ოტელო“, კ. მარჯანიშვილის იმავე სპექტაკლისთვის პეტრე ოცხელის მიერ შექმნილი ესკიზების გამოყენებით;
საქართველოს შ. რუსთაველის სახ. თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება კ. მარჯანიშვილის საიუბილეო საღამო-სემინარი: კოტე მარჯანიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების აქამდე უცნობი დეტალების გაცნობა, მარჯანიშვილის მნიშვნელობა პროფესიული ქართული კინოს, თეატრისა და პედაგოგიური სკოლის ჩამოყალიბებაში, ხელოვანის საერთაშორისო მნიშვნელობა და მისი გავლენა დღევანდელ თეატრალურ ტენდენციებზე. საღამოზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორის ავტობიოგრაფიული ნაწარმოებები, ნაწყვეტები მისი კინოფილმებიდან, საარქივო ჩანაწერები, უცნობი დოკუმენტური მასალა. საღამოს წამყვანები და მონაწილეები იქნებიან თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.