დავით ზალკალიანი კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა.

როგორც ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს.

“დღეს შევხვდი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს კონგრესმენ ადამ კინზინგერს.

განვიხილეთ რეგიონში შექმნილი ვითარება, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მადლობა გადავუხადე კონგრესმენს საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ ხსენებული კანონპროექტის გატანა მეტად მნიშვნელოვანი და დროული იყო რეგიონში შექმნილი კრიზისისა და საფრთხეების ფონზე.

კონგრესმენს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე საქართველოს მხრიდან უკრაინის და უკრაინელი ხალხისადმი გაწეული მხარდაჭერის შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით”, – წერს ზალკალიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები