ევროპარლამენტმა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეზოლუციას მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, 65 წინააღმდეგი იყო, ხოლო 94-მა თავი შეიკავა.
უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროსაბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადება 23-24 ივნისს იგეგმება.