“მოლოდინი პოზიტიურია – საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მართლა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, წევრობის სტატუსი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საბოლოო წევრობისთვის კიდევ ბევრი რეფორმაა განსახორციელებელი, რისთვისაც მმართველი გუნდი მზადყოფნას აცხადებს.
„ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული და შეიძლება, პირდაპირ ითქვას, რომ იმ სამი ქვეყნიდან, რომელსაც წარდგენილი აქვს კანდიდატობაზე განაცხადი, საქართველო არის ყველაზე წინ, ყველანაირი რეფორმით და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით. რა თქმა უნდა, მოლოდინი პოზიტიურია, რადგან როგორც აღვნიშნე, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მართლა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, წევრობის სტატუსი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებობს უვიზო მიმოსვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რეფორმები გრძელდება. ძალიან კარგად გვესმის, რომ საბოლოო წევრობისთვის ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ ვართ ის მთავრობა, ადამიანები, ვინც გამოთქვამს მზადყოფნას, რომ რეფორმები იქნეს განხორციელებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.