უფლებადამცველი გიორგი თევზაძე მიესალმება საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციას ფშავ – ხევსურეთის განვითარების ხედვასთან დაკავშირებით
უფლებადამცველი გიორგი თევზაძე მიესალმება საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციას ფშავ– ხევსურეთის განვითარების ხედვასთან დაკავშირებით. გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია:
„ფშავ–ხევსურეთის დაცვასთან და განვითარებასთან დაკავშირებული ყველა პოზიცია მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. განასკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ეს კუთხე უშუალოდ ესაზღვრება საქართველო რუსეთის სახელმწიფო საზღვარს, ფშავ–ხევსურეთს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსთვის და ამ კუთხის დაცვა და გაძლიერება სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად უნდა იქცეს. დარწმუნებული ვართ, ფშავ–ხევსურეთის ფინანსური ავტონომიის შექმნა ფშავ–ხევსურეთში არსებული პრობლემების, მათ შორის ყოფით და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ეტაპობრივად გადაწყვეტას ხელს შეუწყობს, თანაც ადგილობრივ მოსახლეობას ადგილზე დამკვდრების მეტ სტიმულს მისცემს. მიზანშეწონილია ფშავ–ხევსურეთისთვის ფინანსური ავტონომიის შექმნა განხორციელდეს ახმეტის რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტის ინტერესების გათვალისწინებით და ამ საკითხში გარკვეული კომპრომისის მოძებნით.
ფშავ– ხევსურეთის საკითხი საყურადღებოა ღირებული კულტურული მემკვიდრეობით და ისტორიული ტრადიციებით, რომლის დაცვა და პროპაგანდა მნიშვნელოვან საიმიჯო ფუნქციას შეასრულებს ქვეყნისთვის. ასევე მთლიანად გადასახედია და ფაქტობრივად ახალი რეალობების გათვალისწინებით თავიდან არის ჩამოასყალიბებელი სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოს მთის მიმართ, რომლის დაცვაზე და შენარჩუნებაზე საუბარი ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან მომდინარეობს და რომლის არსებითი დარეგულირება დღემდე ვერ მოხერხდა გარდა ცალკეული არასაკმარისი საშეღავათო რეგულაციებისა, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე დაურეგულირებელია სერიოზული ყოფითი პრობლემების გამო. საკმარის მოტივაციას არ უტოვებს ადგილობრივ მოსახლეობას საცხოვრებლად დარჩენისათვის, რაც საბოლოო ჯამში მთიდან მიგრაციის პროცესს აძლიერებს. ვიმედოვნებთ მოქმედი ხელისუფლება თავისი საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებად განსაზღვრავს ფშავ– ხევსურეთისა და საქართველოს მთის საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებას და რეალიზებას, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია გეგმავს ამ საკითხზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებას, რომლის შედეგები განსაჯაროვდება მედიასაშუალებებით“, – ნათქვამია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.