თბილისის მერმა, კახა კალაძემ თავის მოადგილედ კახა გულედანი წარადგინა. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის თქმით, კახა გულედანი ამ დრომდე მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა, წლების წინ იკავებდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ასევე, იყო სამგორის რაიონის გამგებელი.
„საზოგადოებას მინდა, წარვუდგინო კახა გულედანის კანდიდატურა. კახა წლების განმავლობაში მუშაობს მუნიციპალიტეტში, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ის დღეს ხელმძღვანელობს მუნიციპალურ ინსპექციას, წლების წინ იკავებდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ასევე, იყო სამგორის რაიონის გამგებელი. მინდა, კახას წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე და დარწმუნებული ვარ, წამოწყებული საქმეები და უდიდესი გამოწვევები, რომლებსაც ჩვენ ილია ელოშვილთან ერთად შევეჭიდეთ, ბოლომდე ღირსეულად იქნება მიყვანილი”, – განაცხადა კახა კალაძემ.