თეა წულუკიანი – მიხეილ სააკაშვილი დღეს ერთი რიგითი ბრალდებულია
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ერთი რიგითი ბრალდებულია – ასეთი განმარტება გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტების დაინტერესებაზე, მიხეილ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის დაწყების შემთხვევაში, რა პროცედურები იქნება მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით. “აქ შეიძლება გამოყენებული იყოს კანონით დართული მექანიზმი, მათ შორის საერთაშორისო, რაც ამ ადამიანს გამომძიებლამდე და სასამართლომდე მიიყვანს. იქნება ეს გვარად სააკაშვილი თუ სხვა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დღეს მიხეილ სააკაშვილი ერთი რიგითი ბრალდებულია”, – აღნიშნა წულუკიანმა.