ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით კატარში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით კატარში ჩავიდა.

როგორც მედია იუწყება, მას კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ალ-თანისთან მოლაპარაკებები აქვს დაგეგმილი.

კატარში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთში იმყოფებოდა, სადაც პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან, ერ-რიადისთვის 142 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტის მიყიდვის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტამდე კატარის ხელისუფლებამ ტრამპს 400 მილიონ დოლარად შეფასებული Boeing 747-8 ტიპის თვითმფრინავი აჩუქა, რომელსაც მფრინავ სასახლეს ეძახიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები