რომის პაპი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ მშვიდობა დამყარდეს
რომის პაპმა ლეო XIV-მ, ომში მყოფი ქვეყნების ლიდერებს შუამავლობა შესთავაზა და განაცხადა, რომ თავად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს მშვიდობა დამყარდეს“,- ამის შესახებ Agence France-Presse (AFP) იტყობინება.
„წმინდა მიწიდან – უკრაინამდე, ლიბანიდან – სირიამდე, ახლო აღმოსავლეთიდან – ტიგროსამდე და კავკასიამდე, რამდენ ძალადობას ვხედავთ. ჩემი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებ, რათა მშვიდობამ გაიმარჯვოს. წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მტრებს შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ, ესაუბრონ ერთმანეთს, რათა ყველგან ხალხმა კვლავ იპოვოს იმედი და დაიბრუნოს მათი ღირსება, მშვიდობის ღირსება. ჩვენი მსოფლიოს ხალხებს სურთ მშვიდობა და მათ ლიდერებს მთელი გულით მივმართავ, შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ“, – განაცხადა პაპმა.
მანვე განაცხადა, რომ მშვიდობის დასამყარებლად ყველაფერს გააკეთებს.
“წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, ხელი შეუწყოს მტრების პირისპირ შეკრებას, ერთმანეთთან სასაუბროდ, რათა ხალხმა კვლავ იპოვოს იმედი და დაიბრუნოს ის ღირსება, რაც მათ ეკუთვნით”,- განაცხადა ლეო XIV-მ.