ზელენსკი: რუსეთი ცდილობს, აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნებში საკვები პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით სიცრუე გაავრცელოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ცდილობს, სიცრუე გაავრცელოს აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნებში, სადაც შესაძლოა, საკვები პროდუქტების დეფიციტი შეიქმნას.

როგორც მან აღნიშნა, რომ უკრაინის პორტების განბლოკვის საკითხი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განიხილა.

„ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების დერეფანი გემებისთვის. რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს ფლოტმა უზრუნველყოს მარცვლეულის გატანა. ჩვენ ვესაუბრეთ ბრიტანეთსაც და თურქეთსაც. თურქეთი ახლა ეძებს ფორმატს, რომ ჩვენ გარანტიები მოგვცეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ანკარაში შეხვედრის დროს თურქეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა შესაძლოა, უკრაინული მარცვლეულის გასატანად თურქეთის ფლოტისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი დააყენონ.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიულ გზებს სწავლობს.

„ჩვენი მარცვლეულის ექსპორტის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ახლო ქვეყნებთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან უკრაინის რკინიგზით მცირე მოცულობის გატანაზე, მაგრამ ეს არ გვაწყობს არც ჩვენ და არც მათ. დეფიციტის რისკები შესაძლოა გამოწვეული იყოს ექსპორტის ხანგრძლივობით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირების პრიორიტეტად კვლავ პორტები რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები