რუსეთმა უკრაინას „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში დაღუპული მებრძოლების ცხედრები გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სამხედრო ლიდერი და „აზოვის“ პოლკის წარმომადგენელი აცხადებს, დაბომბილი ქარხნის ნანგრევებიდან ამოღებული ათობით დაღუპულის ცხედარი უკრაინის დედაქალაქ კიევში გადაასვენეს, სადაც იდენტიფიცირების მიზნით, დნმ-ის ტესტირება ჩატარდება.
„აზოვსტალის“ ნანგრევებიდან დაღუპულთა ცხედრების გამოტანის შესახებ უკრაინის მთავრობასა და ოფიციალურ მოსკოვს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, თუმცა ქარხანაში დაღუპული ჯარისკაცების ნათესავები აღნიშნულის შესახებ Associated Press-თან საუბრობენ.
„აზოვის“ პოლკი იმ უკრაინულ ქვედანაყოფებს შორის იყო, რომლებიც თითქმის სამი თვის განმავლობაში ფოლადის ქარხანას იცავდა.