ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს მხარი არ დაუჭირა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 148 პარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო 211 წინააღმდეგი იყო.
თანამდებობიდან ჯონსონის გადაყენებას, სულ მცირე, 180 ხმა სჭირდებოდა.
კენჭისყრის მიზეზი წვეულებასთან დაკავშირებული სკანდალია, რომელსაც ბრიტანულმა მედიამ „ფართიგეითი“ უწოდა. საუბარია პრემიერის მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევაზე.