ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე: ლარის კიდევ უფრო გამყარებას უნდა ველოდოთ

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, მიმდინარე პერიოდში ლარის კიდევ უფრო გამყარებას უნდა ველოდოთ. ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენი პროგნოზი იყო, რომ 1 დოლარი 2,80 – 2.90 ლარის ფარგლებში იქნებოდა. ეს იმ შემთხვევაში, თუ კონიუნქტურა უფრო კარგი იქნებოდა. ლარის დინამიკა, რასაც ვხედავთ, მაინც 3.00-ის ქვემოთაა. ჩვენ ვნახეთ, რომ წინა თვეში ის 3.00 -ის მაჩვენებელს ჩამოცდა, ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა. ორი კვირის წინანდელ პერიოდს თუ ავიღებთ, ლარი გაცილებით უფრო გამყარებული იყო: 2,80- 2,85-ის ფარგლებში ფიქსირდებოდა. შემდეგ გარკვეული გაუფასურება მოხდა. დღეს ლარი გარკვეული, ახალი წონასწორობის წერტილისკენ მოძრაობს. ჩვენი შეფასებით, ის 2.90-ის დიაპაზონში იქნება. შეიძლება, 2.85-ზეც იყოს.
15 მაისიდან, როცა ლარის გარკვეული გაუფასურება დაიწყო, ყველა წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტა გაუფასურდა, მათ შორის, თურქული ლირა, რუსული რუბლი. რუბლი წინა კვირაში ერთბაშად 7-%-ით გაუფასურდა. გლობალურ ბაზრებზე დოლარი გაძვირდა. ფედერალური რეზერვი მონეტარული განაკვეთის შემცირებას არ აპირებს. მაღალი განაკვეთი ძვირ დოლარს განაპირობებს, რაც გაცვლით კურსებზე აისახება. თუმცა, გარკვეული კორექტირება მოხდა, ბოლო დღეებია, თურქული ლირა შედარებით გამყარდა, ასევე, რუსული რუბლიც რამდენიმე პუნქტით გამყარდა. ლარის კურსიც მყარდება. იყო მოლოდინი, რომ ლარის კურსი 3.00-ს გადასცდებოდა, თუმცა, ასეთ მოლოდინს არ ვუშვებ. სხვა ყველა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი არა გაუფასურებისკენ, არამედ ლარის გაყარებისკენაა. ეს ფაქტორებია ექსპორტის დინამიკა, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც წინა წელთან შედარებითაც კი გაზრდილია. ზაფხული ყველაზე დიდი ტურისტული ნაკადებით ხასიათდება, ლარი მყარდებოდა ხოლმე. ეს პერიოდი ლარის კიდევ უფრო გამყარებას უნდა ველოდოთ. ფულადი გზავნილები, ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაზრდილია. ამას ემატება ეკონომიკური ზრდა, ოთხ თვეში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9707 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები