რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: მათი ანტიევროპული და ანტისახელმწიფოებრივი ზრახვები ამაო იქნება
“რაც უფრო მცირე დრო რჩება პასუხის მიღებამდე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ჩვენი რადიკალური ოპოზიცია საკუთარ თავს მით უფრო გამოავლენს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ზრახვები ფუჭი იქნება.
„რაც უფრო მცირე დრო რჩება პასუხის მიღებამდე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მით უფრო გამოავლენს საკუთარ თავს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ემსახურება იმ მავნებლურ საქმეს, რომ როგორმე ხელი შეუშალოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას. თუმცა, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მათი ასეთი ანტიევროპული და ანტისახელმწიფოებრივი ზრახვები ამაო იქნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.