ბელგრადში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი მას შემდეგ გაუქმდა, რაც სერბეთის მოსაზღვრე სამმა სახელმწიფომ: ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და მონტენეგრომ საჰაერო სივრცეში რუსი დიპლომატის თვითმფრინავის დაშვებაზე უარი თქვა.
ვიზიტი 6-7 ივლისს უნდა შემდგარიყო.
ამის შესახებ ВВС წერს.
რუსეთის საგარეო უწყება ლავროვის ვიზიტის გაუქმების ფაქტს ადასტურებს.
5 ივლისს სერბეთის პრემიერმინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ ლავროვის ბელგრადში ჩასვლის ირგვლივ ვითარება “უკიდურესად რთულია” და საკითხით პირადად პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩია დაკავებული.
რუსი დიპლომატი ბელგრადში პრეზიდენტ ვუჩიჩს, საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაი სელაკოვიჩს, პარლამენტის თავმჯდომარე ივიცა დაჩიჩს და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ პორფირეს უნდა შეხვედროდა.