“შეიგრძენი და გამოხატე”-აზრთა სხვადასხვაობა ბათუმის ბრენდკონცეფციაზე (ვიდეო)
შეიგრძენი და გამოხატე – ასეთია ბათუმის ახალი სლოგანი. ლოგო კი ქალაქს 4 დღეში ექნება. მერიის ვებ გვერდზე 3 ვერსიაზე ელექტრონულად ხმის მიცემა მიმდინარეობს. ახალი ბრენდ-კონცეფციის მიხედვით, ბათუმი 5 წელიწადში უნდა იყოს ადგილი, სადაც ყველას უნდა მოხვედრა. არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ ქალაქის ახალი კონცეფციის შესადგენად ბათუმის ისტორიისა და ღირებულებების გათვალისწინება იყო აუცილებელი, უკვე დამტკიცებული მიმართულება კი საფუძვლიანად არ განხილულა. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ კომპანია „ეისითიში,“ რომელმაც სამუშაო 32 ათას ლარად შეასრულა. ამით ქალაქის რებრენდინგი არ სრულდება, ახლა ბათუმის მერიამ მორიგი ტენდერი უნდა გამოაცხადოს და ჩამოაყალიბოს ჯგუფი რომელიც კონცეფციას პრაქტიკაში განახორციელებს.
წყარი: www.tv4.ge
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=G928RKKp_6o” width=”560″ height=”315″]