“ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ გორში, შიდა ქართლის რეგიონული კონფერენცია გამართა
“ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ გორში, შიდა ქართლის რეგიონული კონფერენცია გამართა.
ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო, ასევე შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელები და შემადგენლობა წარადგინა.
გაკეთდა თემატური მოხსენებები ჯანდაცვის, რეგიონული პოლიტიკისა და კულტურის მიმართულებით.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი და ხათუნა კვიციანი.
დღესვე, ბორჯომში, ქალთა ორგანიზაციის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კონფერენცია გაიმართება.