რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

78 წლის ასაკში ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა.

თემურ ჩხეიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965-1967 წლებში იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის, 1967-1970 წწ-ში მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, 1970-1980 წლებში რუსთაველის თეატრის, 1980-1990 წლებში მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. 1981-1988 წლებში საქართველოს სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი.

მას დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები