თურქული კატარღა ბათუმის პორტში
ბათუმს თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახური სტუმრობს. თურქული კატარღა პორტში დილით შემოვიდა. ეკიპაჟს უკვე შეხვდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა. ქართველი და თურქი კოლეგები 4 დღის განმავლობაში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს გამართავენ, დაათვალიერებენ ოპერაციების მართვის ცენტრს ფოთის სანაპირო დაცვის ბაზაში, ასევე მცურავ საშუალებებს და გემთსარემონტო სახელოსნოს. დაგეგმილია სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარებაც. ხომალდი საქართველოს საზღვაო სივრცეს 7 აგვისტოს დატოვებს.