ერევანში, სამთავრობო დასახლებასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე პირი

ერევანში, სამთავრობო დასახლების მახლობლად, მოძრაობა „წინააღმდეგობის“ წევრებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მანამდე, მთავრობის სახლთან შეკრებილი მოძრაობა „წინააღმდეგობის“ წევრები სამთავრობო დასახლებისკენ გაემართნენ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ბლოკ „სომხეთის“ დეპუტატმა იშხან საღათელიანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ აქციაზე მათი შემდგომი ნაბიჯები იქნებოდა განხილული.

„პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად არიან დაკავებულები და დაშავებულები“, – განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ოპოზიცია აქციებს რამდენიმე კვირაა მართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები