ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-სგან კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს

სასამსახურო ხელშეკრულების უხეში დარღვევისთვის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აღნიშნული ტელეკომპანიისგან 5 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს.

ამის შესახებ გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-თან აკავშირებდა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო აკრძალული იმიტომ, რომ ამ ვადით იყო ის თანამდებობაზე დანიშნული და ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის მიერ, გათავისუფლდა თანამდებობიდან ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც ნიკა გვარამიას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება 5 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით. ეს არის ზიანი, რაც მას მიადგა „რუსთავი 2“-ის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით. თუ ვინმე დაზარალებულია ამ ურთიერთობაში, არის ნიკა გვარამიას. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ოფიციალურად, წერილობით ვაცნობოთ „რუსთავი 2“-ს ჩვენი პოზიცია და დაველოდოთ მათ პასუხს.

პოზიცია ეხება ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილობით მოთხოვნას იმიტომ, რომ ვინაიდან ნიკა გვარამია გაათავისუფლა ქიბარ ხალვაშმა კომპანიასა და ნიკა გვარამიას შორის დადებული სასამსახურო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების  უხეში დარღვევით, „რუსთავი 2“ ვალდებულია გადაუხადოს კომპენსაცია 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები