როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

დღეიდან, 6 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში მომავალი კვირის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი.

თბილისში კვირის ჩათვლით +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს. ღამის და საღამოს საათებში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები