ჩვენი დამცველები ახერხებენ სევეროდონეცკში გარკვეული ადგილობრივი სამხედრო ოპერაციების განხორციელებას, ქალაქი შესაძლოა მალე განთავისუფლდეს, – ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსებმა ქალაქის სიღრმეში შესვლა მოახერხეს, მაგრამ უკრაინელი დამცველები თავიანთ პოზიციებს იკავებენ.
„სევეროდონეცკი უძლებს და არის ყველა შანსი სწრაფი განთავისუფლებისთვის. მებრძოლები წარმატებით ახორციელებენ ლოკალურ ოპერაციებს, იყვანენ ტყვეებს და აქვთ ყველაფერი, რაც მათ ორკების რეგიონული ცენტრიდან გასადევნად სჭირდებათ“, – განაცხადა გაიდაიმ.