რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მარცვლეულის გადამზიდავ გემებს შეუძლიათ უკრაინის პორტები ჰუმანიტარული დერეფნების გავლით დატოვონ და რუსეთი მზად არის, მათი უსაფრთხოება უზრუნველყოს.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რუსეთის თავდაცვის უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთი უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციას სამხედრო მიზნებისთვის არ გამოიყენებს.