რუსეთის ფედერაცია გრძელვადიანი ომისთვის ემზადება და სამხედრო იარაღისა და რაკეტების წარმოების გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მთავარი მიზანი, რომელიც რუსეთმა დაისახა, უკრაინის სახელმწიფოებრიობის ნგრევაა.
„რუსეთის ფედერაცია არც ერთ მიზანზე უარს არ ამბობს და გრძელვადიანი ომისთვის ემზადება“, – განაცხადა მალიარმა.
მისი თქმით, რუსეთი კარგავს არა მხოლოდ ხალხს, არამედ იარაღს და სამხედრო ტექნიკას, რის გამოც, იძულებულია ძველი ტექნიკა გამოიყენოს და წარმოება გაზარდოს.