მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში რუმინეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში რუმინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რეზვან როტუნდუს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადსა და მოლოდინებზე ისაუბრეს. კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილების – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირისა წევრობის პერსპექტივისა და ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

რეზვან როტუნდუ მიესალმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობისკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და რუმინეთის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები