18 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცემა

    დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სს „საშენი მასალებისგან“, მოლაპარაკების საფუძველზე,  აეროდრომის მე-11 ქუჩა N5-ში მდებარე ობიექტი გამოისყიდა, რომელშიც დევნილები კომპაქტურად არიან დასახლებულნი. გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, შენობაში მცხოვრებ 18 დევნილ ოჯახს ბინები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად დაუკანონდებათ. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე დევნილთა და განსახლების სამინისტრომ 2967 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად -1 ლარად გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები