აფრიკის ხუთ ქვეყანაში წლის დასაწყისიდან “მაიმუნის ყვავილით”, დაახლოებით, 70 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო არაენდემურ ქვეყნებში, სადაც ვირუსი გავრცელდა, ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩუტყვავილას სამდივნოს ხელმძღვანელმა, როზამუნდ ლუისმა განაცხადა.
“რამდენიმე ქვეყანაში მაისში გავრცელებული შემთხვევებიდან დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ. თუმცა, ჯანმო 50 წელია, აფრიკის ქვეყნებში მაიმუნის ყვავილით წოდებული დაავადებებს აკვირდება და ყოველწლიურად არის გარდაცვალების შემთხვევები”, – თქვა მან ბრიფინგზე.
ლუისის თქმით, „2022 წელს აფრიკის ხუთ ქვეყანაში გარდაცვალების თითქმის 70 შემთხვევა დაფიქსირდა“.