ზელენსკი: ყოველდღიურად 60-დან 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საბრძოლო ველზე ყოველდღიურად 60-დან 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება.

მისივე თქმით, კიდევ 500 დაჭრილი მებრძოლი ყოველდღიურად ჰოსპიტლებში ხვდება.

ამის შესახებ ზელენსკიმ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

“სიტუაცია ძალიან მძიმეა, ბრძოლაში დღეში 60-100 ჯარისკაცი იღუპება და 500-მდე ადამიანი ზიანდება. ასე ვინარჩუნებთ თავდაცვით ხაზებს”, – თქვა მან.

ამასთან, მან განმარტა, რომ ურთულესი ვითარებაა უკრაინის აღმოსავლეთით და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სამხრეთით.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები