ინდოეთში ახალი ვირუსია გამოვლენილი, რომელსაც “ტომატის გრიპი” შეარქვეს.
გამოცემა Express-ის ცნობით, 6 მაისიდან ქვეყანაში ინფიცირების 80-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ძირითადად, მცირეწლოვან ბავშვებში.
ვირუსს ასევე უწოდებენ “ტომატის ცხელებას” – გამონაყარის წითელი ფერის გამო.
პაციენტები უჩივიან დაღლილობას, სახსრებისა და მუცლის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, ხველას და ცხელებას. ზოგიერთ შემთხვევაში, კიდურების ფერის შეცვლაც ფიქსირდება.
ექიმების თქმით, “ტომატის გრიპი”, შესაძლოა, იყოს “თურქული” დაავადების ახალი ტიპი, რომელიც არის ძალიან გადამდები და ხშირად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში ვრცელდება.