რუსეთი დანიური კომპანიისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
რუსული კომპანია „გაზპრომი“ აცხადებს, რომ 1-ლი ივლისიდან დანიურ კომპანია Orsted-სა და ბრიტანულ Shell Energy Europe-ს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „გაზპრომის“ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც „გაზპრომი“ იტყობინება, აღნიშნულმა კომპანიებმა ბუნებრივი აირის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს.
დანიურმა კომპანია Orsted-მა 30 მაისს „გაზპრომისთვის“ რუბლში ანგარიშსწორებაზე უარი განაცხადა. გადახდის ბოლო თარიღი 31 მაისი იყო.
ამასთან, ბრიტანულმა კომპანია Shell Energy Europe Limited-მა „გაზპრომს“ აცნობა, რომ გერმანიისთვის მისაწოდებელი გაზის რუბლში შეძენას არ აპირებს.