უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ხერსონთან გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს და ხარკოვის რეგიონის ნაწილებში წინ მიიწევენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
„ჩვენი მებრძოლები იჩენენ უაღრეს გამბედაობას და რჩებიან ფრონტზე სიტუაციის ოსტატებად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიას აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა აღჭურვილობისა და რაოდენობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ზელენსკიმ.