დონეცკის ოლქში ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქი დაბომბეს.

კირილენკოს ცნობით, ოკუპანტების იერიშის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 7 კი დაშავდა.

„რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ. 31 მაისს, მათ 3 მშვიდობიანი მოქალაქე ქალაქ სლავიანსკში მოკლეს, 1 კი რაიგოროდკაში. რუსები ყველა დანაშაულისთვის პასუხს აგებენ“, – წერს კირილენკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები