აშშ-ის ელჩი გაეროში ლინდა თომას-გრინფილდი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას პირველი დღიდანვე მკაფიოდ ჰქონდა გაცხადებული, რომ უკრაინას რუსეთთან საბრძოლველად მხოლოდ თავდაცვით იარაღს მიაწვდიდა.
„ჩვენ არ ვაძლევთ იარაღს, რომელიც უკრაინელებს საშუალებას მისცემს, შეუტიონ რუსეთს უკრაინის შიგნიდან. პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ არ ვართ და არ ვაპირებთ გავხდეთ ომის მხარე, თუმცა ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის ძალისხმევას საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა გაეროში.