მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის პარლამენტმა შესაძლოა, ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყაროს კენჭი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მომავალ კვირაში, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადებას უყაროს კენჭი.

ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრემიერს „დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის“ 41 წევრი უნდობლობას უცხადებს, რომელთაგან 28 ჯონსონის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს.

აღნიშნულის მიზეზი წვეულებასთან დაკავშირებული სკანდალია, რომელსაც ბრიტანულმა მედიამ „ფართიგეითი“ უწოდა. საუბარია პრემიერის მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევაზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით უფროსი საჯარო მოხელის, სუ გრეის მიერ მომზადებული ანგარიში გამოქვეყნდა, რის შემდეგაც, ბორის ჯონსონმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები