დმიტრო კულება: რუსეთი მსოფლიოსთან შიმშილის თამაშებს თამაშობს

რუსეთი მსოფლიოსთან შიმშილის თამაშებს თამაშობს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კულება აღნიშნავს, რუსეთი ერთი ხელით ბლოკავს უკრაინული საკვების ექსპორტს, ხოლო მეორე ხელით – უკრაინის დადანაშაულებას ცდილობს.

„რუსეთი მსოფლიოსთან შიმშილის თამაშებს თამაშობს, ერთი ხელით ბლოკავს უკრაინული საკვების ექსპორტს და მეორე ხელით ცდილობს, უკრაინა დაადანაშაულოს. უკრაინა გაეროს ხელმძღვანელობით პარტნიორების საზღვაო ძალებთან ერთად, საერთაშორისო ოპერაციაზე მუშაობს, რომელიც უსაფრთხო სავაჭრო გზას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გარეშე უზრუნველყოფს“, – წერს კულება „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები