უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების მეექვსე პაკეტს მიესალმა, თუმცა სანქციების შეთანხმების მიუღებელი შეფერხების გამო ალიანსი გააკრიტიკა.
„როდესაც სანქციების მე-5 და მე-6 პაკეტებს შორის 50 დღე გავიდა, სიტუაცია ჩვენთვის მიუღებელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ კიევში სლოვაკეთის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს.