რუსეთის ციხეში მყოფი კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მას ბრალი ახალი სისხლის სამართლის საქმეზე წაუყენეს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კიდევ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამის შესახებ ინფორმაციას Sky news-ი ავრცელებს.
როგორც ნავალნი აღნიშნავს, მას ბრალი ედება ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნასა და ხელისუფლების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.