ანდრია ჯაღმაიძე: ადამიანებისთვის პოპულისტური განცხადებებისგან თავის შეკავება ზოგჯერ რთულია, სასულიერო პირებიც კი ხშირად აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომ მათ ტაში დაუკრან
ზოგჯერ ადამიანებისთვის პოპულისტური განცხადებებისგან თავის შეკავება ძალიან რთულია, – აცხადებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში.
მისივე თქმით, სასულიერო პირებიც კი ძალიან ხშირად აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომ მათ ტაში დაუკრან.
„ზოგჯერ ადამიანებისთვის პოპულისტური განცხადებებისგან თავის შეკავება ძალიან რთულია. არის გარკკვეული „ტრენდები“ და საზოგადოებისგან მოწონების შინაგანი მოთხოვნილება. ამიტომ, სასულიერო პირებიც კი ძალიან ხშირად აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომ მათ ტაში დაუკრან. ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.