პატრუშევი: პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების ხელში ჩაგდებისკენ გადადის

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ პოლონეთი დასავლეთ უკრაინაში ტერიტორიების დაკავებაზე გადადის.

ამის შესახებ მან ვოლგის რეგიონში ეროვნული უსაფრთხოების სხდომაზე განაცხადა.

პატრუშევის თქმით, “კიევის რეჟიმის” პარტნიორები არ ეწინააღმდეგებიან არსებული სიტუაციით სარგებლობას საკუთარი ინტერესებისთვის და მათ უკრაინის მიწებთან დაკავშირებით განსაკუთრებული გეგმები გააჩნიათ.

„როგორც ჩანს, პოლონეთი უკვე გადადის დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების ხელში ჩაგდებისკენ“, – თქვა პატრუშევმა.

მისი თქმით, ეს დაადასტურა პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას კიევში ვიზიტმა და მისმა სიტყვებმა, რომ “პოლონეთ-უკრაინის საზღვარი მალე შეწყვეტს არსებობას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები