ოკუპირებულ ხერსონში აცხადებენ, რომ ოლქი უახლოეს დროში რუსეთის სუბიექტი გახდება
ხერსონის ოლქის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი ამბობს, რომ ოლქი უახლოეს დროში რუსეთის სრულფასოვანი სუბიექტი გახდება.
“მე პირადად ვხედავ ხერსონის რეგიონს, ხაზს ვუსვამ, არა რესპუბლიკას, არამედ რეგიონს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. დროის საკითხია, როდის ვიქნებით იქ, ხერსონის ოლქის მცხოვრებლებზეა დამოკიდებული”, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, „ჩვენ, საბოლოოდ გავხდებით სრულფასოვანი ტერიტორია, რომელიც სახელმწიფოს ნაწილი იქნება და არა – ზოგიერთი რეზიდენტების საკუთრება, რომლებიც ჩვენს მიწას ნაწილ-ნაწილ გაყიდიან, გადაყიდიან და მონებად ჩაგვთვლიან“.