პოლონეთის პრემიერი თანამდებობიდან პუტინის გადაყენებას ისურვებდა
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ სურს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანამდებობიდან გადაყენება.
ამის შესახებ მან Sky News-ის ეთერში განაცხადა.
“თუ ევროპა და თავისუფალი სამყარო ამ ბრძოლას წააგებენ, წააგებენ ამ ომს, ჩვენ უსაფრთხოდ აღარ ვიქნებით, რადგან ყოველთვის ვიქნებით პუტინის მხრიდან საფრთხისა და შანტაჟის ქვეშ. რასაკვირველია, გვსურს, რომ ის ხელისუფლებიდან მთლიანად იყოს გადაყენებული, მაგრამ ის უხეშ ძალას წარმოადგენს, რუსეთი კი ზესახელმწიფოა. და თუ უკრაინა საბოლოოდ გადარჩება, როგორც სუვერენული სახელმწიფო, ეს არის ჩვენი ერთადერთი მიზანი და მიზეზი, რის გამოც ყველანაირად ვუჭერთ მხარს მას, ეს იქნება ჩვენი გამარჯვება“, – განაცხადა მორავიეცკიმ.