„რუსეთ-უკრაინის დიალოგის ტენდენცია შეინიშნება” – ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარას სურს, უკრაინისა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა შედგეს.

ამის შესახებ Anadolu წერს.

„ბოლო დროს კვლავ შეინიშნება დიალოგის ტენდენცია. ჩვენ ასევე დიალოგის მომხრე ვართ. ომის მინუსები, განსაკუთრებით – უკრაინისთვის ძალიან მაღალია. თურქეთი ცდილობს, განაახლოს რუსეთსა და უკრაინას შორის პირისპირ მოლაპარაკებები, მათ შორის, სახელმწიფოს მეთაურების დონეზე“, – განაცხადა მან.

დიპლომატის თქმით,სტამბოლის შეხვედრის შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების დიალოგი შენელდა.

„ბუჩასა და ირპინში ცნობილი მოვლენები მოხდა, რამაც თურქეთში შეშფოთება გამოიწვია“, – განაცხადა მინისტრმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები