ჟოზეფ ბორელი რუსეთის პატრიარქისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი, ჟოზეფ ბორელი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში მოხვდეს.
ჟურნალისტების შესაბამისი შინაარსის კითხვაზე დიპლომატმა თქვა, “მე ვფიქრობ, დიახ. ერთი კვირის წინ დადებით პასუხს გავცემდი”.
ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში იქნება შეჯერებული.