“30 ათასზე მეტი დაღუპული რუსი სამხედრო” – უკრაინის გენშტაბმა რუსეთის დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა

უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო ერთ დღეში 150 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს, 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარმა 30 650 სამხედრო დაკარგა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გარდა ამისა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 1367 ტანკი გაანადგურეს; 3322 ჯავშანმანქანა; 655 საარტილერიო სისტემა; 209 საზენიტო სარაკეტო სისტემა; 93 ჰაეროსაწინააღმდეგო სისტემა; 209 თვითმფრინავი; 174 ვერტმფრენი; 523 უპილოტო საფრენი აპარატი; 122 ფრთოსანი რაკეტა; 13 კატერი; 2286 საავტომობილო ტექნიკა და ავტოცისტერნა; 48 სპეციალური ტექნიკა.

„მტრის ყველაზე დიდი დანაკარგები კრივოროჟიესა და ზაპოროჟიეს მიმართულებებში ფიქსირდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები