ირაკლი ღარიბაშვილი – პოლიციელებს: მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს, თქვენი ოჯახის წევრებს, ვისი თანადგომითაც თქვენთვის ასე ძვირფასია

თქვენი საქმიანობა, ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვამაყობთ ქართული პოლიციით, გვეიმედება შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული თითოეული ადამიანი. კიდევ ერთხელ, მადლობა სამსახურისთვის. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ შევძელით პოლიციის ტრანსფორმაცია. ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული. პოლიცია თანაბრად იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც, სამწუხაროდ, ოპონენტები ხშირად იმეორებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები