გერმანია ავღანეთიდან ყოველკვირეულად, დაახლოებით, 200 ადამიანის გაყვანას აგრძელებს
ბერლინი იმ ავღანელების გაყვანას აგრძელებს, რომლებიც “თალიბების” ე.წ. მთავრობის მოსვლამდე გერმანულ ორგანიზაციებთან ან სამხედროებთან თანამშრომლობდნენ.
ამის შესახებ Funke Mediengruppe წერს.
„მხოლოდ პაკისტანიდან გერმანიაში ყოველკვირეულად, დაახლოებით, 200 ავღანელი შემოჰყავთ“, – განუცხადეს გამოცემას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის გაყვანა რეგულარულად ხორციელდება ირანიდანაც.
ხელისუფლებაში “თალიბების” დაბრუნების შემდეგ, „18000-ზე მეტი ვიზაა გაცემული ადგილობრივი პერსონალისთვის, განსაკუთრებით, რისკის ქვეშ მყოფთათვის, რომლებსაც ფედერალური მთავრობა მიიღებს“.
მხოლოდ 2022 წლის დასაწყისში, დაახლოებით 5000-მდე ადამიანმა, რომელსაც პასპორტები არ ჰქონდა, დახმარება მიიღო და ავღანეთის დატოვება შეძლო.