„კასპერსკის ლაბორატორიამ“ გააუმჯობესა გადაწყვეტა – Kaspersky Safe Kids

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ დახვეწა ბავშვთა უსაფრთხოების ონლაინ გადაწყვეტა – Kaspersky Safe Kids YouTube-ის დათვალიერების ისტორიის მონიტორინგის შესაძლებლობით და გააფართოვა მისი ფუნქციონირება iOS-ზე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ, „YouTube-ის უსაფრთხო ძიების“ ფუნქციის გარდა, რომელიც მშობლებს საშუალებას აძლევს, ნახონ ძიების ისტორია პოპულარულ ვიდეო ჰოსტინგის საიტზე, ახლა უფროსებს შეეძლებათ, თვალყური ადევნონ, თუ რომელ ვიდეოებს უყურეს მათმა შვილებმა. Kaspersky Safe Kids-ის ვერსიამ iOS-ისთვის გააფართოვა ვებ კონტროლისა და ეკრანთან დროის კონტროლის ფუნქციები. პირველი საშუალებას გაძლევთ, ნახოთ საძიებო მოთხოვნების ისტორია, შეზღუდოთ წვდომა საიტებზე კატეგორიების მიხედვით, შექმნათ ნებადართული / აკრძალული საიტების სიები და შერჩევით დაბლოკოთ წვდომა, მათ შორის, დატოვოთ იგი მხოლოდ მშობლის მიერ დაშვებულ საიტებზე.

ფილტრაცია ხელმისაწვდომია ყველაზე პოპულარული ბრაუზერებისთვის. რაც შეეხება ეკრანის დროის ლიმიტს, თუ უწინ ბავშვი უბრალოდ მიიღებდა შეტყობინებას, რომ მოწყობილობის გამოყენების დაშვებული დრო იწურებოდა. ახლა, როდესაც დრო ამოიწურება მოწყობილობა შეიძლება დაიბლოკოს (თუ მშობელმა აირჩია ეს ვარიანტი), მაგრამ ისე, რომ მშობლებთან დარეკვის შესაძლებლობა შენარჩუნებული იქნეს.

„ბავშვების უმეტესობას არ შეუძლია, წარმოიდგინონ თავისი ცხოვრება სმარტფონებისა და ციფრული კონტენტის გარეშე. 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთში მათი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია, ჩვენი მონაცემებით, კვლავ YouTube იყო. ეს შეადგენდა იმ დროის თითქმის მეოთხედს, რაც ბავშვებმა გაატარეს ათ ყველაზე პოპულარულ აპლიკაციაში წლის პირველ სამ თვეში,” – ამბობს „კასპერსკის ლაბორატორიის“ კონტენტური ანალიზის ექსპერტი, ანა ლარკინა.

„მშობლებს სურთ დარწმუნდნენ, რომ მათ შვილს ინტერნეტში არაფერი ემუქრება, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ჩვენს გადაწყვეტილებას ბავშვების ონლაინ უსაფრთხოებისთვის. დათვალიერების ისტორიის ფუნქციის დახმარებით შეგიძლიათ სცადოთ ბავშვის ინტერესების უკეთ გააზრება და ეს ინფორმაცია სასიკეთოდ გამოიყენოთ ნდობის დამყარების მიზნით. ამავე დროს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს პირადი საზღვრები, რისი უფლებაც ბავშვს აქვს“. ბავშვების ონლაინ გამოცდილების უფრო დაცულობის მიზნით, კომპანია მოუწოდებს მშობლებს, მეტი ისაუბრონ შვილებთან მათი ციფრული ცხოვრების შესახებ – რას აკეთებენ ისინი ინტერნეტში და იმ უსაფრთხოების ზომებზე, რომლებიც მათ უნდა გამოიყენონ. ისწავლონ თვითონ და ასწავლონ შვილებს ყურადღებით წაიკითხონ კონფიდენციალურობის შეთანხმებები, აკონტროლონ კონფიდენციალურობის პარამეტრები. საჭიროების შემთხვევაში დააინსტალირონ აპლიკაცია მშობლის კონტროლისთვის, მაგრამ ჯერ ბავშვთან ერთად განიხილეთ რა სახის პროგრამაა ეს და რატომ მიიღო მშობელმა ასეთი გადაწყვეტილება.

კომპანიამ Kaspersky Safe Kids გადაწყვეტა შეიმუშავა, რათა დაიცვან ბავშვები ინტერნეტში მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებენ ისინი, თამაშობენ, სწავლობენ, თუ ესაუბრებიან მეგობრებს. ამ გადაწყვეტის მეშვეობით მშობლებს ეცოდინებათ, თუ რამდენ ხანს ატარებს ბავშვი ინტერნეტში და ასევე დაიცავენ მას შეუსაბამო შინაარსის კონტენტისაგან. გარდა ამისა, პროდუქტის მექანიზმი საზღვრავს ადგილმდებარეობას გეოლოკაციის ფუნქციის მეშვეობით, რაც მეტად მოსახერხებელია მაშინ, თუ ბავშვი მარტო გადაადგილდება ქალაქში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები