ბაიდენი – უკრაინაზე: თავისუფლება არასდროს ყოფილა უფასო, დემოკრატიებს ყოველთვის სჭირდებათ ჩემპიონები

US President Joe Biden speaks in honor of Memorial Day at Arlington National Cemetery in Arlington, Virginia, on May 30, 2022. (Photo by SAUL LOEB / AFP) (Photo by SAUL LOEB/AFP via Getty Images)

დღეს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინა და მისი ხალხი ფრონტის ხაზზე არიან და იბრძვიან თავიანთი ერის გადასარჩენად, მაგრამ მათი ბრძოლა არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი, რომელიც ყველა ადამიანს აერთიანებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფლება არასდროს ყოფილა უფასო, დემოკრატიებს ყოველთვის სჭირდებათ ჩემპიონები.

„ამ მომენტში, როდესაც რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს, რათა მოსპოს თავისუფლება და დემოკრატია, მეზობელი უკრაინის კულტურა და იდენტობა, სასწორზეა თავისუფლება. თავისუფლება არასდროს ყოფილა უფასო, დემოკრატიებს ყოველთვის სჭირდებათ ჩემპიონები. დღეს, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში, უკრაინა და მისი ხალხი ფრონტის ხაზზე არიან და იბრძვიან თავიანთი ერის გადასარჩენად. მაგრამ მათი ბრძოლა უფრო დიდი ბრძოლის ნაწილია, რომელიც აერთიანებს ყველა ადამიანს, ეს არის ბრძოლა, რომლის ნაწილი იყო ამდენი პატრიოტი, რომელთა მარადიული განსასვენებელი აქ, ამ წმინდა მიწაზეა. ეს არის ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, თავისუფლებასა და რეპრესიებს შორის, ბრძოლა არსებითი დემოკრატიული პრინციპებისთვის, კანონის უზენაესობისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, სიტყვის, წერისა და შეკრების თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები