Reuters: ბორის ელცინის სიძემ პუტინის მრჩევლის თანამდებობა დატოვა

რუსეთის ყოფილი ლიდერის, ბორის ელცინის სიძემ, რომელიც ვლადიმერ პუტინს ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა, კრემლის მრჩეველის თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვალენტინ იუმაშევი არაანაზღაურებადი მრჩეველი იყო, რომელსაც პუტინის გადაწყვეტილებებზე შეზღუდული გავლენა ჰქონდა.

მედიის შეფასებით, იუმაშევის წასვლით პუტინის ადმინისტრაცია ელცინის მმართველობას კიდევ უფრო დაშორდა და საბოლოო კავშირი გაწყვიტა.

ცნობისთვის, მარტში, ელცინის ეპოქის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა, ანატოლი ჩუბაისმა, კრემლის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები